ჩემი პორტფოლიო
ნინო შოვნაძე
Monday, November 25, 2013
Sunday, November 17, 2013
დღე მერვე– განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და ფასილიტაცია. ჩემი პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე და შევქმენი სხვადასხვა სახის აქტივობები სამი ტიპის მოსწავლისათვის–ნიჭიერისათვის, არაქართულენოვანისათვის და განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეთათვის. ვიმსჯელეტ ამ საკითხებზე. ჯგუფში განვიხილეთ ფასილიტაციის მაგალითები და ნიმუშები. გავუზიარეთ აზრები. პროპექტი ფინალამდე მივიყვანე. მივაღწიე მიზანს და ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეებში.
Saturday, November 16, 2013
Sunday, November 10, 2013
Saturday, November 9, 2013
Sunday, November 3, 2013
მესამე დღის რეფლექსია–განვიხილე ჩემი პროექტის მიზნები და სტრატეგიები და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, ჩამოვაყალიბე ზოგადი, ტენატური და შინაარსობრივი კითხვები. მიზნებში გავითვალისწინე მაღალი სააზროვნო უნარები და შევადარებლუმის ტაქსონომიას. განვიხილე და ჩავწერე საკვანძო სიტყვები.
მეოთხე დღის რეფლექსია– განვიხილე შეფასების სტრატეგიები, ფორმები, შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა, ვისწავლე როგორ ავტვირთო იუთუბიზე მასალა და დავდო ლინკი პრეზენტაციაში.
Saturday, October 26, 2013
სიტყვა პროექტი ჩემში ყოველთვის გარკვეულწილად კითხვის ნიშანს მისვავდა, რაღაც ფართო მასშტაბებთან ვაიგივებდი, ამ ტრენინგის მერე თითქოს დავკონკრეტდი და მიმართულებების განზოგადებას მივხვდი. ძალიან ამოუწურავია პროექტული სწავლება, ძალიან მრავალფეროვანი და რამდენად საინტერესო, თუმცა მისი განხორციელების და წარმატების საწინდარი, თვით ბავშვების შესაძლებლობები და რეალური პრობლემებია. დავინტერესდი ამ სწავლების არსით, მსვლელობით, თუ თანმიმდევრობით გავიაზრებთ, უფრო საინტერესოც ხდება, პროექტი ხომ ბავშვთა შესაძლებლობების და მათი შემოქმედების გამოვლენის უფრო რეალური საშუალებაა, პროექტი უფრო ცხოვრების რეალურ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს გვასწზვლის, მოსწავლეები სწავლობენ პასუხისმგებლობების განაწილებას და მათი უნარების გამოვლენას. მინდა საინტერესო რამ მოვიფიქრო, როგორც ფასილიტატორმა, ვნახოთ რა გამომივა, მაგრამ პროექტულ სწავლებაზე ხომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე.
Subscribe to:
Posts (Atom)