Sunday, November 17, 2013

დღე მერვე– განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და ფასილიტაცია. ჩემი პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე და შევქმენი სხვადასხვა სახის აქტივობები სამი ტიპის მოსწავლისათვის–ნიჭიერისათვის, არაქართულენოვანისათვის და განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეთათვის. ვიმსჯელეტ ამ საკითხებზე. ჯგუფში განვიხილეთ ფასილიტაციის მაგალითები და ნიმუშები. გავუზიარეთ აზრები. პროპექტი ფინალამდე მივიყვანე. მივაღწიე მიზანს და ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეებში.

Saturday, November 16, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია – მეშვიდე დღეს გავეცანი ბავშვების მიერ თვითშეფასების ჩეკლისტს, განმავითრებელ თვითშეფასების რუბრიკას, პორტფოლიოს რუბრიკას, სავარაუდო ნაშრომის შეფასებას, შეფასების გეგმის კრიტერიუმებს, შეფასების დაგეგმვას, მოსწავლეთა სავარაუდო ნასრომებით.

Sunday, November 10, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია– გავეცანი მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების შაბლონებს, გავითვალისწინე რომელი ინსტრუმენტი გამომეყენებინა სავარაუდო ნაშრომად და ავირჩიე კედლის გაზეთი, გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციები და მივეცით რჩევები

Saturday, November 9, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია_ნათლად ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიმდევრობა, განვიხილე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი, რომელიც ესადაგება ჩემს პროექტს. ინტერნეტით სარგებლობის დროს არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები და დავიცვათ წესები

Sunday, November 3, 2013

მესამე დღის რეფლექსია–განვიხილე ჩემი პროექტის მიზნები და სტრატეგიები და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, ჩამოვაყალიბე ზოგადი, ტენატური და შინაარსობრივი კითხვები. მიზნებში გავითვალისწინე მაღალი სააზროვნო უნარები და შევადარებლუმის ტაქსონომიას. განვიხილე და ჩავწერე საკვანძო სიტყვები. მეოთხე დღის რეფლექსია– განვიხილე შეფასების სტრატეგიები, ფორმები, შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა, ვისწავლე როგორ ავტვირთო იუთუბიზე მასალა და დავდო ლინკი პრეზენტაციაში.

Saturday, October 26, 2013

სიტყვა პროექტი ჩემში ყოველთვის გარკვეულწილად კითხვის ნიშანს მისვავდა, რაღაც ფართო მასშტაბებთან ვაიგივებდი, ამ ტრენინგის მერე თითქოს დავკონკრეტდი და მიმართულებების განზოგადებას მივხვდი. ძალიან ამოუწურავია პროექტული სწავლება, ძალიან მრავალფეროვანი და რამდენად საინტერესო, თუმცა მისი განხორციელების და წარმატების საწინდარი, თვით ბავშვების შესაძლებლობები და რეალური პრობლემებია. დავინტერესდი ამ სწავლების არსით, მსვლელობით, თუ თანმიმდევრობით გავიაზრებთ, უფრო საინტერესოც ხდება, პროექტი ხომ ბავშვთა შესაძლებლობების და მათი შემოქმედების გამოვლენის უფრო რეალური საშუალებაა, პროექტი უფრო ცხოვრების რეალურ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს გვასწზვლის, მოსწავლეები სწავლობენ პასუხისმგებლობების განაწილებას და მათი უნარების გამოვლენას. მინდა საინტერესო რამ მოვიფიქრო, როგორც ფასილიტატორმა, ვნახოთ რა გამომივა, მაგრამ პროექტულ სწავლებაზე ხომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე.