Saturday, October 26, 2013
სიტყვა პროექტი ჩემში ყოველთვის გარკვეულწილად კითხვის ნიშანს მისვავდა, რაღაც ფართო მასშტაბებთან ვაიგივებდი, ამ ტრენინგის მერე თითქოს დავკონკრეტდი და მიმართულებების განზოგადებას მივხვდი. ძალიან ამოუწურავია პროექტული სწავლება, ძალიან მრავალფეროვანი და რამდენად საინტერესო, თუმცა მისი განხორციელების და წარმატების საწინდარი, თვით ბავშვების შესაძლებლობები და რეალური პრობლემებია. დავინტერესდი ამ სწავლების არსით, მსვლელობით, თუ თანმიმდევრობით გავიაზრებთ, უფრო საინტერესოც ხდება, პროექტი ხომ ბავშვთა შესაძლებლობების და მათი შემოქმედების გამოვლენის უფრო რეალური საშუალებაა, პროექტი უფრო ცხოვრების რეალურ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს გვასწზვლის, მოსწავლეები სწავლობენ პასუხისმგებლობების განაწილებას და მათი უნარების გამოვლენას. მინდა საინტერესო რამ მოვიფიქრო, როგორც ფასილიტატორმა, ვნახოთ რა გამომივა, მაგრამ პროექტულ სწავლებაზე ხომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე.
Subscribe to:
Posts (Atom)